მთავარი

Sunday, April 9, 2017

პროეტის მეცხრე დღე

 თვალი გადავავლეთ საკუთარი პროექტის გეგმებს.
გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები
ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
 ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი, მრავლისმომცემი, საჭირო და საინტერესო,. თანამედროვე მოთოვნების დასაკმაყოფილებლად .
დიდი მადლობა ტრენერ მაია ბაძღაძეს ასეთი ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და მრავლისმომცემი იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში , ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე  სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეების საჭიროებებზე, გეგმაში ჩავწერეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები,შევიტანეთ სურათები, მოვნიშნეთ  სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები.

Sunday, April 2, 2017

პროექტის მეშვიდე დღე

გავეცანით  შეფასების ცხრილებს. მოვარგეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს.   ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე"  აქტივობით დავწყვილდით და ვიმსჯელეთ ჩვენ  მიერ შესრულებულ პრეზენტაციაზე, ელექტრონულ გაზეთზე. გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და რჩევები.